სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს. ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები. თემატური მოკვლევის ბოლოს, შესაბამისი ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები