საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ საქართველო უსაფრთხოების კუთხით სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილზეა. ამის შესახებ კილაძემ ჟურნალისტებს პლენარულის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც სუსი-ს ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა იგეგმება.