"არ აქვს მნიშვნელობა, მინისტრია თუ დეპუტატი, ვინც დააშავა პასუხი უნდა აგოს", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კილაძე 20 ივნისის ღამეს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ქვეყანას სურს, რომ განვითარდეს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ კონკრეტული პირების, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინეს. კილაძის განმარტებით, ოპოზიცია აღნიშნული საკითხებით სპეკულირებს.