პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საზოგადოებას მოუწოდებს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, ზედმეტი აჟიტირებისგან თავი შეიკავონ და მცირეწლოვანი შვილის ფაქტორი გაითვალისწინონ.
სოფიო კილაძის განცხადებით, დოროყაშვილს და ბასილაშვილს ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი, რომელიც სამომავლოდ, სავარაუდოდ, ინტერნეტში წაიკითხავს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას, რამაც შესაძლოა ბავშვის მომავალს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.