რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას და ჩვენ პრინციპულად არ შევასრულებთ მათ უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნულ მოვლებებზე საქმის კურსში არიან. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.