ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო კომისია წავიდეს ჭეშმარიტების გზით, "ევროპული საქართველოს" მხრიდან არის მცდელობა, რომ პროცესი წავიდეს არასწორი გზით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. კომისიის სხდომა პროცედურულ საკითხებზე დეპუტატებს შორის მომხდარი კამათის გამო რამდენიმე წუთით დროებით შეწყდა.ელენე ხოშტარიას შეფასებით "ქართული ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი, მაშინ როდესაც შსს-ს წარმომადგენლები იჭედებიან პასუხებში, ცდილობენ კომისიის მუშაობის ჩაშლას, რათა ხელი დააფარონ შსს-ს წარმომადგენლებს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათით მიმდინარეობს.სხდომაზე დღეს კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს კითხავენ.