ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება. კილაძის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისივე თქმით მთავარი მიზანი რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ამის საპასუხოდ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ურთიერთობაზე.