"ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან. ვნახეთ, რომ ევრონესტის ასამბლეამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციაში იმ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ის, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები ამას საუბრობენ, შესაძლებელია ოპოზიციის მიერ მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იყოს გამოწვეული.
შეგახსენებთ რამდენიმე ევროპარლამენტარმა 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულებს პოლიტპატიმარი უწოდა და ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწიდა.