"მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება - იმ ჯგუფებს, ვინც მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული" - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.ჟურნალისტები დაინტერესდნენ ხელისუფლებას აქვს თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ დამკვეთებამდე მივიდეს გამოძიება, როცა ეკა ბესელიამიანიშნებს მის გუნდზე, მოსამართლეებსა და "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულ ჯგუფზე."ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის "ბრალდებები" უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში" - განაცხადა სოფო კილაძემ.