სოფო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს - Palitra News

სოფო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს

2019-11-16 16:10:13+04:00

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებთან ერთად, დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს. იგი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ამის შემდეგ უმრავლესობის რიგები ჯამში 12 მა დეპუტატმა დატოვა.