საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით 2019 წელს განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვით იხარჯება.
უნდა აღინიშნოს, რომ გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ზღუდავს გამჭვირვალობასა და კონკურენციას, რაც კორუფციულ რისკებს უფრო მეტად ზრდის. როგორც დოკუმენტშია ნახსენები, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე, როგორიცაა ერთი მხრივ სახსრების დაზოგვა, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება.
ასევე განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის გამარტივებული პროცედურის გამოყენებაზე ერთიანი თანხმობა გაიცემა, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, თანხმობა ყოველ შესყიდვაზე ინდივიდუალურად უნდა გაიცემოდეს