ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხუთი ახალი სივრცის შექმნაა დაგეგმილი. ამ მიზნით, საქართველო კავკასიის ბუნების ფონდისგან, ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების ფართობის შესაბამისად, 6-10 მლნ აშშ დოლარამდე დახმარებას მიიღებს. მემორანდუმი დაცული ტერიტორიების მართვის პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, CNF-ს მხრიდან სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაში დახმარებასაც ითვალისწინებს.