2018 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, მთლიანი შიდა პროდუქტის წილი, სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში, შემცირებულია. ასევე შემცირდა ევროკავშირის ქვეყნების წილი აგრო-ექსპოტში. თუმცა უცვლელია აგრო-ექსპორტის დივერსიფიკაციის ინდექსი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, 120 მილიონი ლარით გაიზარდა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, ერთიანი აგრ-პროექტის ფარგლებში. ამასთან, უმნიშვნელოდ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში.