გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების კონფერენცია გახსნა. კონფერენციის მონაწილეებმა ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ასევე საუბარი შეეხო სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს გარემოს დაცვის სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში შეუწყობს ხელს. კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი და მინისტრი დაესწრო.