ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყბათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, "პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა" შეიმუშავა.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც იმპორტიორებს პროექტის პირობები და პროცედურები გააცნეს.
იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი პროექტი დროული და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მხარდაჭერაა, რაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.