გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და UშAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში, წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ. შეხვედრაზე UშAID-ის ახალი საგრანტო პროგრამა - "გრანტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებით ჯაჭვში ინოვაციური ცვლილების წასახალისებლად" წარადგინეს.
საგრანტო პროგრამის მიზანია, მოიძიოს და დააფინანსოს ინოვაციური იდეები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ შერჩეულ ერთ ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კერძოდ, - კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, ვაშლი. მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები გარდა თხილისა, წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე.