გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთული პერიოდის მიუხედავად, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რთველი წარმატებით დასრულდება. მისი თქმით, დღის განმავლობაში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ხდება და აღნიშნული უპრეცედენტოდ მაღალი ციფრებია.