გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის მარნის გახსნას დაესწრო.
უწყების ცნობით მინდიაშვილების ოჯახს, სოფელ შილდაში, 21 ჰა ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახი აქვს. მინდიაშვილები, წელს პირველად, ახალ მარანში ოჯახური ბრენდის ქვეშ, ქვევრის ღვინოს დააყენებენ. გასულ წელს, მინდიაშვილებს მოსავალი სეტყვამ ფაქტობრივად სრულად გაუნადგურა. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მევენახემ მოსავალი მთლიანად დააზღვია. ფერმერი, ახლო მომავალში, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟებასაც გეგმავს.
მარნის ასაშენებლად მინდიაშვილებმა სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამით „ახალგაზრდა მეწარმე" ისარგებლეს.