სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ეროვნულ ვალუტაში მოხდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.