2018 წლის მეორე კვარტალში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 0.8%-ით არის შემცირებული, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაცია "აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2018 წლის აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა 51 მლნ ამერიკული დოლარი; ხოლო იმპორტმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი 7%-ით ნაკლები; ხოლო იმპორტი 3%-ით მეტია.