სოფლის მეორნეობის დარგის განვითარებისთის სახელმწიფომ 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 2 მილიარდი ლარი დახარჯა, მიუხედავად ამისა სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში შემცირებულია. ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების პროდუციის დეფიციტია და ჭარბობს იმპორტირებული საქონელი. ეკონომისტები ამის მიზეზად, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ არასწორ პოლიტიკას ასახელებენ. ირაკლი მაკალათიას თქმით, სოფლის მეოურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია არა სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, არამედ მოსახლეობაში დამატებითი ფინანსური რესურსის გაჩენა, რისთვისაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი მიწები მოქალაქეებს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ. რაც შეეხება ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შემცირებას, ამის მიზეზად ეკონომისტი, ქვეყანაში იმპორტირებული პრიდუქციის დაბალ ფასად შემოტანას ასახელებს, რასაც კონკურენციას ვერ უწევს ადგილობრივი პროდუქტი, რომლის წარმოებაც ფერმერებს გაცილებით ძვირი უჯდებათ. დაბალშემოსავლიან მოსახლეობას კი ურჩევნია იაფი და თუნდაც დავალი ხარისხის შეიძინოს.