სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 107 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში, გაზრდილია კვერცხის წარმოებაც, უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 160 მილიონ 400 ათასი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირებულია ხორცის წარმოება.
გარდა ამის 2020 წლის პირველ კვარტალში გაზრდილია როგორც რქოსანი პირუტყვის, ისე ცხვრისა და ფრინველის ექსპორტი. უფრო კონკრეტულად აღნიშნულ პერიოდში რქოსანი პირუტყვის ექპორტი 5 პროცენტით გაიზარდა და 16 ათას 200 სული შეადგინა , ცხვრისა და თხის ექსპორტი გაზრდილია 625 პროცენტით და ეს მაჩვენებელი 8 ათას შვიდას სულს მოიცავს, ხოლო ფრინველების ექპორტი გაიზარდა 137 პროცენტით და მილიონ 722 ათასი ფრთა შეადგინა.