საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რიტორიკული კითხვა დასვა, რომელიც უნარების ტესტების შედეგიანობას ეხებოდა, მისი თქმით ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის ამ ტესტებს ის შედეგი არ მოუტანია, რომელიც ყველას სურდა. მისივე თქმით, ბავშვებს ცხოვრებისთვის და პროფესიისთვის უნდა ამზადებდეს განათლების სისტემა და არა გამოცდებისთვის.