"ცოტა უხერხულია ქალბატონ ბესელიასგან, როდესაც მორალურ და მაღალ ღირებულებებზე საუბრობს" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კილაძემ პარლამენტში გუშინდელ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი. კერძოდ, ეკა ბესელიას განცხადებაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტარებს ბოდიში უნდა მოუხადოს.