გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მისი პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის ბრალდებას ფაქსიმილეს გაყალბების თაობაზე.კილაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და ის რაზეც ფოფხაძე საუბრობს, მხოლოდ ცილისწამებაა. აქვე კილაძემ აღნიშნა, რომ “ფოფხაძე საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ითქვას”.