ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, თუ ოჯახი მოითხოვს, რომ ეკლესიის წარმომადგენლის ჩართვა არის საჭირო, ამის შესაძლებლობას მათ ახალი კოდექსი მისცემს. ამასთან, წარმოდგენილიც ცვლილებებით სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. წარმოდგენილ ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია.