უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის სოფო კილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. როგორც კილაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის გარეშე მას „ქართული ოცნება“ ვერ წარმომიდგენია. დეპუტატმა ივანიშვილის საჯარო აქტივობებზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ოცნების ოფისში გამართულ სხდომაში ივანიშვილმა მონაწილეობა დისტანციურად მიიღო.
შეგახსენებთ, 14 ივლისს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. ადგილზე არ იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი.