შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კვლავ, ცალკე სივრცეების მოწყობა იგეგმება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც გამოცდაზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.
როგორც სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ გამოცდებთან დაკავშირებით რაიმე შეიცვლება, საზოგადოებისთვის გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე გახდება ცნობილი.