გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.შეგახსენებთ, რომ ვეჯინის გამგებელი, კუკური ჯამატაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.