გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ხანძრის შედეგად მარჩილელაშვილები საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.ადგილობრივების ინფორმაციით,ოჯახის წევრებმა ცეცხლი გვიან შენიშნეს და შენობიდან ნივთების გამოტანა ვეღარ მოასწრეს. ადგილზე 6 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა აალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. გურჯაანის მერის,არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მარჩილელაშვილების 6-სულიან ოჯახს 5 ათასი ლარით დაეხმარება.