გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
სოფელ ტიბაანში ახალი ფერმერული მეურნეობა სექტემბრის მეორე ნახევარში ამოქმედდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმის მოსაწყობად შპს „ბუტრანამ“ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა, სესხის თანხა 325,000 ლარს შეადგენს.