ჭიათურის რაიონ, სოფელ სვერში კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ომანში, ცოცვის დროს ტრაგიკულად დაღუბული ირაკლი გრამატოპულოს სხოვნას მიეძღვნა. მეკლდეურობაში მონაწილეობა სხვადასხვა კლუბების 50ზე მეტმა სპორტსმენმა და მოყვარულმა მეკლდეურმა მიიღო. გამარჯვებულები გამოვლინდნენ, როგორც მამაკაცთა ასევე ქალთა კატეგორიაში. გოგონებში პირველი ადგილი სალომე მიშველიანმა დაიკავა, ხოლო ბიჭებში საუკეთესო გიგა ჯანხოთელი იყო. ტურნირის ორგანიზატორი ჯორჯიან ქლაიმბერს ქლაბ იყო. ტურნირი ზედიზედ მეორე წელია ტარდება და იგი ყოველწლიურია.