გორი-სკრის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. "ქართლი.გე"-ს ინფორმაციით, ავტომობილში მჯდომ კიდევ ერთ არასრულწლოვანს სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ასევე ოპერაცია უტარდება გარდაცვლილი ბავშვის მშობლებსაც. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატიციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.