სოფელ შროშასთან ავარია მოხდა, არის მსხვერპლი - Palitra News

სოფელ შროშასთან ავარია მოხდა, არის მსხვერპლი

2020-09-30 16:32:48+04:00

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რაიონ სოფელ შროშაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შსს-ში „პალიტრანიუსს“ განუცხადეს, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სსკ -ის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.