სოფელ სამებაში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს - Palitra News

სოფელ სამებაში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

2017-08-06 13:08:39+04:00

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგაზე, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა 5 აგვისტოს საღამოს მოხდა.როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.