ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე ცნობით მამაკაცის ბიოლოგიური სიკვდილი ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე წუთში დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.