ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, საშუალო სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყება.
ქარხნის წარმადობა 4 მილიონ ტონაზეა გათვლილი და ძირითადად იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული. ცნობისთვის, პროექტის ღირებულება მილიარდ დოლარს შეადგენს. ქარხნის მშენებლობაზე კი 600-700 ადამიანის დასაქმება იგეგმება.