სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი.როგორც "ინტერპრესნიუსისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე სიტუაციას ეცნობა შს მინისტრი, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.დაჭრილი პირები გადაყვანილები არიან საავადმყოფოში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.