სოფელ ყარაჯალაში მამაკაცის წამებაში ბრალდებული 4 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პოლიციამ წამების ბრალდებით 4 პირი დააკავა, ხოლო რამდენიმე პირი უკვე იდენტიფიცირებულია და მათი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიება ტარდება.
რას ამბობს გაჩიანში გაუპატიურებული მამაკაცის დედა და როგორია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?