სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა. ინფიცირებული ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი - ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალი თბილისიდან ერთი დღის დაბრუნებული იყო და სოფელში კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია.