სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.უწყების ცნობით დაკავებულმა პირმა, 17 თებერვალს ტაქსის მძღოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მანქანას ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა. წარსულში ძარცვისთვის დაკავებული განზრახ მვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.