10:49
16 ოქტომბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობაზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა
14-08-2019

სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა მიიღო.
დაცვის მხარე მოითხოვდა ორივე ბრალდებულის საქმის გაერთიანებას, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, საქმეზე დააკავეს 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც ბრალს არ აღიარებდა. ასევე, მოგვიანებით დააკავეს ომარ გამყრელიძის შვილიშვილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ბრალდებით.

რაც შეეხება ომარ გამყრელიძის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს, ამ ეტაპზე, ის გამოძიებას დაკავებული არ ჰყავს. როგორც ადვოკატმა განმარტა, ამ ეტაპზე ომარ გამყრელიძეს მხოლოდ 1 ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.

არც-ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები