დავით ქაცარავა წუხელ "მოდულის შენობაში" დაკითხეს. მან გამომძიებლებს სოფელ ორჭოსანთან რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული ქმედებები დეტალურად გააცნო. მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი ე.წ მოდულის შენობაში ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მან საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ განაცხადა, სამართალდამცველებს აინეტერესბდათ დაწვრილებით ინფორმაცია, როგორ ვითარდებოდა მოვლენები სოფელ ორჭოსანთან და გადაამოწმეს, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია. 24 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები გაიმართა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ ორჭოსანთან იყო მცირე ხანძარიც.