გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, სოფელ ნიქოზის საჯარო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლბში, ეროვნულ საშენი მეურნეობიდან გამოყოფილი 100-მდე ტუიას, მუხისა და კაკლის ნერგები დაირგო.