სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) გუშინ დააკავეს. დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული. მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.