სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებს როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების“ აქტივისტი ხაიამ ისაევი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტს წინ უძღოდა მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან. მისივე განმარტებით, სიტყვიერ დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის არიფ იუსუპოვის განმარტებით კი ჩაიხანაში მას „ქართული ოცნების“ 50-მდე მხარდამჭერი ფიზიკურად დაუპირისპირდა. მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს შორის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმაც იმყოფებოდა.