ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე5 პირი პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ,თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მიმდებარედ, სოფელ ქვემო ლისის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამ მიწისნაკვეთს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 334 287 ლარს შეადგენს. საქმზე გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 180-ემუხლის მეორე, მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, , რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდევადით ითვალისწინებს.