სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - Palitra News

სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

2019-12-17 15:14:26+04:00

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს, მოგვიანებით სუს-მა განმარტა, რომ გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდებოდა.

აღსანიშნავია, რომ გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.