შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს რაიონის სოფელ კოკში ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირი დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სოფელ კოკში ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამის მიზეზი კოკის #97 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა.