სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია - Palitra News

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია

2020-02-23 17:55:44+04:00

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია.ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება17 წლის მოზარდის დაკავების შესახებ დილით გახდა ცნობილი. ახლობლების ინფორმაციით, კირბალის მცხოვრები, 17 წლის ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა შეშის შესაგროვებლად, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, არასრულწლოვანი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.